შეხვედრა ადვოკატის პროფესიის შესახებ

20 ივნისი 2014

შეხვედრა ადვოკატის პროფესიის შესახებ

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურაზე, მისიაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, სასწავლო ცენტის საქმიანობაზე, საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობასა და გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებზე. 
სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია პროფესიაში შესვლის პროცედურულმა საფეხურებმა.

ადვოკატის პროფესიის გაცნობის და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იწყებს  შეხვედრებს სტუდენტებთან და სკოლის  მაღალი კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრები ადვოკატის პროფესიის შესახებ გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, კომიტეტების და კომისიების წევრები. ასევე, ადვოკატები რომლებიც მდიდარი პროფესიული გამოცდილებით გამოირჩევიან

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი